ჩვენ
შესახებ
პარტნიორობა და
წევრობა
FIABCI
უძრავი ქონების სფეროში უმსხვილესი ფედერაცია FIABCI 1951 წელს პარიზში დაარსდა და 70 ქვეყნიდან 1000000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ფედერაცის წევრებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი დეველოპერული კომპანიები, ინვესტორები, არქიტექტორები, უძრავი ქონების მართვის სააგენტოები, სახელმწიფო უწყებები და დარგის ექსპერტები. იორკ თაუერსი აქტიურად იღებს მონაწილეობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ICC
ვაჭრობის საერთაშორისო პალატა (ICC) - აერთიანებს ათასობით მსხვილ საწარმოს, ასოციაციასა და კომპანიას მსოფლიოს 130-მდე ქვეყნიდან. ICC გაეროსთან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმოადგენს წევრთა საკონსულტაციო კოლექტიურ ორგანოს.
ICCA
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვა, ასევე ბაზრის გაჯანსაღება და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იორკ თაუერსის განვითარებას და მისი სამუშაოს ხარისხის ოპტიმიზაციას.