York Towers

რა არის “ჭკვიანი სახლი”?

2204 რა არის “ჭკვიანი სახლი”?

“ჭკვიანი სახლი” – ბოლო წლებში, ეს ტერმინი სულ უფრო ხშირად გვესმის. ერთი გაგონებითაც მარტივია მიხვედრა, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ასევე, ბევრი ფიქრი არ უნდა იმასაც, რომ ის ჩვენი კომფორტული ცხოვრებისთვისაა შექმნილი.

მაინც, რა არის “ჭკვიანი სახლი”?

“ჭკვიანი სახლი” ნებისმიერი ტექნიკისა და ელექტრომოწყობილობის დისტანციური მართვის მექანიზმია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს იმყოფებით მოწყობილობისგან, მისი კონტროლი მარტივად, სმარტფონის საშუალებითაა შესაძლებელი. მობილური ტელეფონის საშუალებით, საშუალებით სახლის მართვაზე მსოფლიოს ნებისმიერი მანძილიდან გაქვთ წვდომა.

რითაა ჭკვიანი “ჭკვიანი სახლი”?

ესაა რუტინისგან თავის დაღწევის საშუალება. შეგიძლიათ მართოთ მობილურით რეგულირებადი ნებისმიერი მოწყობილობა. გათბობითა და კონდიცირებით დაწყებული, რობოტი მტვერსასრუტით დასრულებული. 

კონკრეტულად, რისი კონტროლი შემიძლია “ჭკვიანი სახლით”?

თქვენი კონტროლის ქვეშაა უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემები – გაზის, წყლის, კვამლისა და ნამწვის ჭკვიანი დეტექტორები. უსაფრთხოების სისტემა – კამერები და ჭკვიანი დომოფონები. ასევე, აუდიო კონტროლი, რომელიც თქვენს საყვარელ მუსიკას ჩართავს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ შუქის ანთებისა და ნათურის ფერის ცვლილებაზეც კი გაქვთ წვდომა.

ამას გარდა, სმარტფონიდანვე აკონტროლებთ კომუნალურ ხარჯებს და ეს მოწყობილობების სიმძლავრის მართვაში გეხმარებათ.

რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი?

მეტი სიმშვიდისა და კომფორტისთვის – თუკი, სახლიდან გასული შემდეგ ღელავთ, რაიმე ხომ არ დაგრჩათ ჩართული, მოწყობილობის გათიშვა სმარტფონიდან შეგიძლიათ. აგარაკზე წასვლის წინ, შეგიძლიათ გათბობა წინასწარ ჩართოთ, რათა სახლის გათბობის მოლოდინში არ დაკარგოთ დრო.

საქართველოში უკვე არის რამდენიმე კომპანია, რომელიც მსგავს კონცეფციაზე მუშაობს. ამდენად, “ჭკვიანი სახლი” უძრავი ქონების ქართული ბაზრისთვის უკვე ხელმისაწვდომია. დაგაინტერესათ? ისურვებდით, თქვენც გქონდეთ საკუთარი “ჭკვიანი სახლი”? მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები.

Leave a Reply