York Towers

რა თვისებები აქვთ უძრავი ქონების წარმატებულ ინვესტორებს?

12 1 რა თვისებები აქვთ უძრავი ქონების წარმატებულ ინვესტორებს?

უძრავ ქონებაში ინვესტირების ინტერესი ბევრს აქვს. თუმცა, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევის შანსი ბევრად იზრდება, თუკი კონკრეტულ უნარ-ჩვევებს იყენებთ საქმეში. მართლაც, რა მახასიათებლები განაპირობებს ჩვენს წარმატებას უძრავი ქონების ინვესტიციებში? გამოგვყევით, ჩვენ გიამბობთ:

დაგეგმეთ. უძრავი ქონების ინვესტორი ამ საქმეს ბიზნესად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, მას გააჩნია მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ბიზნეს გეგმა მას საშუალებას აძლევს, დაინახოს მთლიანი სურათი და კონცენტრირდეს სასურველ შედეგზე. ამიტომ არ დაიზაროთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა.

შეისწავლეთ ბაზარი. წარმატებული ინვესტორი იცნობს იმ ბაზარს, რომელზეც ოპერირებს. აუცილებელია, დააკვირდეთ, შეისწავლოთ ტენდენციები, მომხმარებელთა ქცევა, მოთხოვნა, იპოთეკური კრედიტების სტატისტიკა თუ უმუშევრობის დონე… ეს თქვენი ბიზნესის პროგნოზირების საშუალებას მოგცემთ.

წარმატებული ინვესტორები გულწრფელები არიან. შესაძლოა, ინფანტილურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წარმატებული ინვესტორები ეთიკის მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან. სწორედ ეს ქმნის მათ მიმართ ნდობასა და რეპუტაციას. მათ იციან, რომ უმჯობესია იყვნენ გულახდილები, ვიდრე ყოველ ჯერზე გამორჩენას ცდილობდნენ. ისინი პატივისცემით ეკიდებიან საქმიან პარტნიორებს, გუნდის წევრებსა და კლიენტებს. უკვირდებიან დეტალებს, უსმენენ და ითვალისწინებენ უკმაყოფილო არგუმენტებს და თავიანთი ბიზნესის რეპუტაციაზე ისე ზრუნავენ, რომ სხვა ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს მათთან თანამშრომლობა.

ყველაფერს არ ედებიან. წარმატებულმა ინვესტორებმა იციან, რომ უძრავი ქონების მიმართულებით უნდა ჰქონდეთ სპეციფიკური ცოდნა და ცდილობდნენ კონკრეტული ნიშის დაკავებას. ისინი მხოლოდ მას შემდეგ გადაერთვებიან ახალ მიმართულებაზე, რაც ძველს აითვისებენ.

იაზრებენ რისკს, რაც ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. გონიერმა ინვესტორმა ყოველთვის იცის, რა დოზის რისკთან აქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში ხშირად ესმით, რა ადვილია უძრავ ქონებაში ინვესტირება, ისინი სიტუაციას რეალისტურად უყურებენ და ბიზნესსაც შესაბამისად წარმართავენ.

ინვესტორისთვის გადასახადები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საგადასახადო სისტემასთან გასამკლავებლად კი, მას ძალიან ძლიერი საბუღალტრო მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების წარმატებული ინვესტორები ქირაობენ პროფესიონალ ბუღალტრებს.

ეძებენ მოკავშირეებს. შესაძლოა, თქვენ მარტოს გიყვართ ყველაფრის კეთება, თუმცა, წარმატებული ინვესტორები ეძებენ მოკავშირეებს. შეიძლება ეს იყოს პროფესიონალი თანამშრომლები, პარტნიორები, მენტორი თუ უბრალოდ, მეგობრული მხარდაჭერა. ისინი არ რისკავენ დროითა და ფინანსებით, არამედ ადეკვატურად იყენებენ პროფესიონალთა გამოცდილებას. კარგად იციან კონტაქტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მათი სანაცნობო წრე გულდასმითაა შერჩეული. ისინი მეგობრობენ სხვა ბიზნესებთან, კლიენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ისინი ეძებენ კოლაბორაციას, რათა უფრო მეტად გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

Leave a Reply