თბილისში უძრავ ქონების ბაზარი ყოველწლიურად ფართოვდება. განმაპირობებელი ფაქტორი ბევრია, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ის არის, რომ ცხოვრების მსურველთა რიცხვი მუდმივად იმატებს. ამიტომ, სულ უფრო მეტი იღებს გადაწყვეტილებას, სწორედ აქ შეიძინოს უძრავი ქონება, რის გამოც თბილისის თითქმის ყველა უბანში აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.
უძრავი ქონების შეძენისას ბევრი საკითხია მნიშვნელოვანი. თუმცა, უნდა აღინიშნოს – ფასი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ბინის შეძენით დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ, რომელ უბანში რა ფასი აქვს საცხოვრებელ ფართებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, სამშენებლო პროექტებში ჩადებული ინვესტიცია საქართველოში 3.2 მლრდ ლარით გაიზარდა და 7.2 მლრდ ლარი შეადგინა. უძრავი ქონების დიდი ნაწილი თბილისზე მოდის, სადაც მშენებლობა მთლიანი სტატისტიკის 44%-ს შეადგენს.
2018 წლის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებლით, თბილისში საბურთალო ლიდერობს. მასზე მთლიანი გაყიდვების 27% მოდის. მეორე ადგილზეა ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით.
რაც შეეხება თბილისს, ყველაზე ძვირად, კვადრატულ მეტრს მთაწმინდის რაიონში ნახავთ, მეორე ადგილს ვაკე, მესამეს კი – საბურთალო იკავებს. ყველაზე იაფი კვადრატული მეტრი, სამგორსა და გლდანშია. თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:
მთაწმინდა – $1099 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.3%
ვაკე – $972 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +5.3%
საბურთალო – $893 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2%
კრწანისი – $829 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.3%
დიდუბე – $783 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4%
ჩუღურეთი – $771 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.9%
ისანი – $682 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.6%
ნაძალადევი – $628 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4%
გლდანი – $570 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +9.9%
სამგორი – $546 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -2.5%