York Towers

როგორ მივიღოთ დამატებითი შემოსავალი უძრავი ქონებიდან?

11 1 როგორ მივიღოთ დამატებითი შემოსავალი უძრავი ქონებიდან?

ბინის შეძენა, შემდგომი გაქირავების მიზნით – ვერაფერს იტყვი, მშვენიერი აზრია. უძრავი ქონების გაქირავებით პასიური შემოსავლის ქონა, დიდი ხანია, მიღებული პრაქტიკაა. ეს არც ქართული ბაზრისთვისაა უცხო. ბინის აღება შესაძლებელია როგორც გრძელვადიანად, ისე მოკლე ვადით. ბოლო წლებში, უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებს ფეხს ბინის სერვისი. თუმცა, მოდით, ჯერ წარსულს გადავავლოთ თვალი.

თუკი, ჯერ კიდევ ახლო წარსულში, ბინის ქირაობა ხშირად, თავისუფალი სივრცის დაქირავებას ნიშნავდა, სადაც ავეჯი თავად უნდა შეგეტანათ, თანდათან ყველაფერი შეიცვალა. გასაქირავებელი ბინები მფლობელებმა ავეჯითა და საჭირო ინვენტარით დატვირთეს. რაც შეეხება გაქირავებას, ალბათ ყველაზე გავრცელებული საშუალება საგაზეთო და ინტერნეტ განცხადება იყო. ყველა ზარზე ბინის მფლობელს უწევდა. მასვე (ან მის მიერვე დაქირავებულ მაკლერს) უხდებოდა დაინტერესებული ადამიანების მიღება, მოლაპარაკება და ტექნიკური საკითხების მოგვარება. მარტივი მექანიზმის არქონის გამო, ბევრი ბინა რეგულარულად ვერ ქირავდებოდა.

ბოლო წლებში, ტურისტული ნაკადის მკვეთრ მატებასთან ერთად, განსაკუთრებით იმატა უცხოელებზე ბინის გაქირავების ინტერესმა. საგაზეთო განცხადებებს სერიოზულ კონკურენტად მოევლინა გაქირავების საერთაშორისო პლატფორმები, მაგალითად, airbnb.com, booking.com… ანალოგიური პლატფორმები შეიქმნა საქართველოშიც. მეტიც, გაჩნდა სერვისი, რომლის საშუალებითაც კომპანიები გაქირავების მსურველებს ამ პლატფორმებით ეფექტურად სარგებლობაში ეხმარებიან.

მათთვის, ვისაც სურდა ბინის ქირაობისას ისეთივე კომფორტი ჰქონოდა, როგორც სასტუმროში, შეიქმნა აპარტოტელების კონცეფცია. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პროექტი სასტუმროცაა და საცხოვრებელიც. საცხოვრებელი ბინები კერძო მფლობელობაშია, ამის მიუხედავად, დამქირავებლებს იმავე კომფორტით შეუძლიათ სარგებლობა, როგორც სასტუმროს მაცხოვრებლებს. კონცეფცია საინტერესოა, თუმცა, რაკი ყველა საცხოვრებელი კომპლექსი არ ითვალისწინებს აპარტოტელის კონცეფციას, შეიქმნა მისი ალტერნატივა – ბინის სერვისი.

მათთვის, ვინც აქტიურად არის ჩართული სხვა საქმეებში და ვერ ახერხებს თავად მიაქციოს ყურადღება ბინის გაქირავებას, მოიზიდოს სტუმრები და უზრუნველყოს მათთვის კომფორტი. სწორედ ამან განაპირობა ახალი სერვისის შექმნა. უძრავი ქონების სერვისი, ე.წ. ბინის სერვისი მფლობელს საშუალებას აძლევს, მიიღოს შემოსავალი ისე, რომ საერთოდ არ ჰქონდეს პირდაპირი შეხება მის გაქირავებასთან და სტუმრების მომსახურებასთან. მაგალითად, York Towers-ის აპარტამენტებში ბინის სერვისი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თქვენ მაგივრად ვეძებთ სტუმრებს, ვესაუბრებით, ვაქირავებთ, ვხვდებით, უზრუნველვყოფთ კონსიერჟის, დასუფთავების თუ სხვა სერვისებით და ვზრუნავთ მათ კომფორტულ დასვენებაზე. და არ აქვს მნიშვნელობა, სხვა ქალაქში ცხოვრობთ თუ ქვეყანაში, ჩვენი სერვისის საშუალებით, ღებულობთ დამატებით შემოსავალს, საქმეში უშუალო მონაწილეობის გარეშე.

რას მოიცავს ბინის სერვისი და რა არის საჭირო მის მისაღებად? დეტალებისთვის დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენლები უსწრაფესად მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

Leave a Reply