York Towers

WhatsApp Image 2021 03 11 at 16.25.39 Სამზარეულო: იზოლირებული თუ გაერთიანებული?




სახლში კაპიტალური რემონტის დაგეგმვისას, ბევრი ადამიანი უფიქრდება იმას, ღირს თუ არა სამზარეულოს გაერთიანება მისაღებ ოთახთან. Ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტის შესახებ, იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდეთ.

გიყვართ მზარეულობა? 


გაერთიანებული სამზარეულო
თუ თქვენ არ ხართ ინტენსიური მზარეულობით დაკავებული, მაშინ უფრო ხელსაყრელია სამზარეულოს გაერთიანება მისაღებ ოთახთან და მათ შორის სასადილო სივრცის მოთავსება. Ამასთან ერთად, თუ არ აპირებთ დიდი და ბევრი ინვენტარის შეძენას შეგიძლიათ თაროების მინიმალური რაოდენობა განალაგოთ, რომლებზეც ასევე დეკორატიულ ნივთებს მოათავსებთ.

იზოლირებული სამზარეულო
თუ მზარეულობა თქვენი ძირითადი ჰობია (ან უბრალოდ გიწევთ ბევრი კერძის მომზადება) და არ შეგიძლიათ გაძლოთ კულინარიული შედევრების გარეშე, მაშინ უმჯობესი იქნება სამზარეულოს გამოუყოთ სპეციალური სივრცე და ცალკე ოთახი დაუთმოთ. Ყველაზე ძლიერი გამწოვებიც კი ვერ ერევა ინტენსიური მზარეულობით გამოწვეულ არომატებს. Თქვენ გჭირდებათ სამუშაო ზონა მაქსიმალური ფუნქციონალით და მეტი თარო, სადაც შეინახავთ მთელ თქვენს ინვენტარს.
თუ “ფართის მოგების” მიზნით სამზარეულოს და მისაღებს მაინც აერთიანებთ, მაშინ გირჩევთ სივრცის გაყოფას პლასტიკის ან შუშის კედლის/კარების მონტაჟით, რომ არ დაირღვეს ერთიანი დიზაინის კონცეფცია.


ხშირად მასპინძლობთ სტუმრებს? 

გაერთიანებული სამზარეულო
დღეს ტრენდშია რაც შეიძლება უფრო მეტი ღია სივრცის შენარჩუნება საცხოვრებელ ფართში. აღნიშნული სავარაუდოდ ცხოვრების სწრაფმა ტემპებმქ გამოიწვია, როცა ადამიანებს უწევთ ყველაფრის ერთდროულად კეთება – მუშაობა, დასვენება, მზარეულობა, სტუმრების მასპინძლობა და ა.შ.
Ამ შემთხვევაში, განცალკევებულ სამზარეულოს აზრი ეკარგება და ავეჯის მოწყობაც კი ისეა რეკომენდირებული, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე დაგრჩეთ ყველაფრის ერთდროულად შესასრულებლად. Გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაქსიმალური კომფორტისთვის რეკომენდირებული ფართია 30-50 კვ.მ. Სამზარეულოს და მისაღების გაერთიანების შემთხვევაში. Არ დაგავიწყდეთ საერთო იატაკი, სტილისტური და დეკორატიული გაფორმებები, რომ სივრცემ ერთი დიდი დარბაზის იერსახე მიიღოს.

იზოლირებული  სამზარეულო

დიდი ფართის არსებობის შემთხვევაში, რაც ახასიათებს ქალაქგარე სახლებს და ვილებს, არ არის იმის აუცილებლობა რომ ეს ორი სივრცე ერთმანეთთან გააერთიანოთ. Ამ შემთხვევაში სტუმრების მიღება ფართო სამზარეულოშიც კი არ უნდა გახდეს პრობლემა და სამზარეულოს მოწყობა განსხვავებულად, თქვენი გემოვნების მიხედვით ხდება შესაძლებელი.

კლასიკური თუ თანამედროვე ინტერიერი?

გაერთიანებული სამზარეულო

თანამედროვე ინტერიერში მინიმალიზმის ან ლოფტის სტილში გაერთიანებული სამზარეულო დიზაინში კარგად ჯდება.
თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო ბარით, რომ იგრძნობოდეს საზღვარი მისაღებსა და სამზარეულოს სივრცეს შორის. Ყურადღება მისაქცევია შერჩეული ავეჯი – ის ძალიან კარგად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. 


იზოლირებული სამზარეულო
კლასიკურ ინტერიერში, ასევე მოდერნის და არტ-დეკოს არჩევანის დროს, უმჯობესია სამზარეულოს იზოლირება. Ამ დროს თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააფორმოთ სამზარეულო დანიშნულებისამებრ – მეტი ფუნქციონალით და კლასიკური დიზაინით, რაც მთლიან სახლს გემოვნებიანად “გაამდიდრებს”.