Სამზარეულო: იზოლირებული თუ გაერთიანებული?




სახლში კაპიტალური რემონტის დაგეგმვისას, ბევრი ადამიანი უფიქრდება იმას, ღირს თუ არა სამზარეულოს გაერთიანება მისაღებ ოთახთან. Ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ ყველა დადებითი და უარყოფითი ასპექტის შესახებ, იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდეთ.

გიყვართ მზარეულობა? 


გაერთიანებული სამზარეულო
თუ თქვენ არ ხართ ინტენსიური მზარეულობით დაკავებული, მაშინ უფრო ხელსაყრელია სამზარეულოს გაერთიანება მისაღებ ოთახთან და მათ შორის სასადილო სივრცის მოთავსება. Ამასთან ერთად, თუ არ აპირებთ დიდი და ბევრი ინვენტარის შეძენას შეგიძლიათ თაროების მინიმალური რაოდენობა განალაგოთ, რომლებზეც ასევე დეკორატიულ ნივთებს მოათავსებთ.

იზოლირებული სამზარეულო
თუ მზარეულობა თქვენი ძირითადი ჰობია (ან უბრალოდ გიწევთ ბევრი კერძის მომზადება) და არ შეგიძლიათ გაძლოთ კულინარიული შედევრების გარეშე, მაშინ უმჯობესი იქნება სამზარეულოს გამოუყოთ სპეციალური სივრცე და ცალკე ოთახი დაუთმოთ. Ყველაზე ძლიერი გამწოვებიც კი ვერ ერევა ინტენსიური მზარეულობით გამოწვეულ არომატებს. Თქვენ გჭირდებათ სამუშაო ზონა მაქსიმალური ფუნქციონალით და მეტი თარო, სადაც შეინახავთ მთელ თქვენს ინვენტარს.
თუ “ფართის მოგების” მიზნით სამზარეულოს და მისაღებს მაინც აერთიანებთ, მაშინ გირჩევთ სივრცის გაყოფას პლასტიკის ან შუშის კედლის/კარების მონტაჟით, რომ არ დაირღვეს ერთიანი დიზაინის კონცეფცია.


ხშირად მასპინძლობთ სტუმრებს? 

 

გაერთიანებული სამზარეულო
დღეს ტრენდშია რაც შეიძლება უფრო მეტი ღია სივრცის შენარჩუნება საცხოვრებელ ფართში. აღნიშნული სავარაუდოდ ცხოვრების სწრაფმა ტემპებმქ გამოიწვია, როცა ადამიანებს უწევთ ყველაფრის ერთდროულად კეთება – მუშაობა, დასვენება, მზარეულობა, სტუმრების მასპინძლობა და ა.შ.
Ამ შემთხვევაში, განცალკევებულ სამზარეულოს აზრი ეკარგება და ავეჯის მოწყობაც კი ისეა რეკომენდირებული, რომ რაც შეიძლება მეტი სივრცე დაგრჩეთ ყველაფრის ერთდროულად შესასრულებლად. Გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაქსიმალური კომფორტისთვის რეკომენდირებული ფართია 30-50 კვ.მ. Სამზარეულოს და მისაღების გაერთიანების შემთხვევაში. Არ დაგავიწყდეთ საერთო იატაკი, სტილისტური და დეკორატიული გაფორმებები, რომ სივრცემ ერთი დიდი დარბაზის იერსახე მიიღოს.

იზოლირებული  სამზარეულო

დიდი ფართის არსებობის შემთხვევაში, რაც ახასიათებს ქალაქგარე სახლებს და ვილებს, არ არის იმის აუცილებლობა რომ ეს ორი სივრცე ერთმანეთთან გააერთიანოთ. Ამ შემთხვევაში სტუმრების მიღება ფართო სამზარეულოშიც კი არ უნდა გახდეს პრობლემა და სამზარეულოს მოწყობა განსხვავებულად, თქვენი გემოვნების მიხედვით ხდება შესაძლებელი.

 

კლასიკური თუ თანამედროვე ინტერიერი?

გაერთიანებული სამზარეულო

თანამედროვე ინტერიერში მინიმალიზმის ან ლოფტის სტილში გაერთიანებული სამზარეულო დიზაინში კარგად ჯდება.
თქვენ შეგიძლიათ გამოყოთ სამზარეულო ბარით, რომ იგრძნობოდეს საზღვარი მისაღებსა და სამზარეულოს სივრცეს შორის. Ყურადღება მისაქცევია შერჩეული ავეჯი – ის ძალიან კარგად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. 


იზოლირებული სამზარეულო
კლასიკურ ინტერიერში, ასევე მოდერნის და არტ-დეკოს არჩევანის დროს, უმჯობესია სამზარეულოს იზოლირება. Ამ დროს თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააფორმოთ სამზარეულო დანიშნულებისამებრ – მეტი ფუნქციონალით და კლასიკური დიზაინით, რაც მთლიან სახლს გემოვნებიანად “გაამდიდრებს”.

რა თვისებები აქვთ უძრავი ქონების წარმატებულ ინვესტორებს?

უძრავ ქონებაში ინვესტირების ინტერესი ბევრს აქვს. თუმცა, სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევის შანსი ბევრად იზრდება, თუკი კონკრეტულ უნარ-ჩვევებს იყენებთ საქმეში. მართლაც, რა მახასიათებლები განაპირობებს ჩვენს წარმატებას უძრავი ქონების ინვესტიციებში? გამოგვყევით, ჩვენ გიამბობთ:

დაგეგმეთ. უძრავი ქონების ინვესტორი ამ საქმეს ბიზნესად აღიქვამს. სწორედ ამიტომ, მას გააჩნია მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ბიზნეს გეგმა მას საშუალებას აძლევს, დაინახოს მთლიანი სურათი და კონცენტრირდეს სასურველ შედეგზე. ამიტომ არ დაიზაროთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა.

შეისწავლეთ ბაზარი. წარმატებული ინვესტორი იცნობს იმ ბაზარს, რომელზეც ოპერირებს. აუცილებელია, დააკვირდეთ, შეისწავლოთ ტენდენციები, მომხმარებელთა ქცევა, მოთხოვნა, იპოთეკური კრედიტების სტატისტიკა თუ უმუშევრობის დონე… ეს თქვენი ბიზნესის პროგნოზირების საშუალებას მოგცემთ.

წარმატებული ინვესტორები გულწრფელები არიან. შესაძლოა, ინფანტილურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წარმატებული ინვესტორები ეთიკის მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან. სწორედ ეს ქმნის მათ მიმართ ნდობასა და რეპუტაციას. მათ იციან, რომ უმჯობესია იყვნენ გულახდილები, ვიდრე ყოველ ჯერზე გამორჩენას ცდილობდნენ. ისინი პატივისცემით ეკიდებიან საქმიან პარტნიორებს, გუნდის წევრებსა და კლიენტებს. უკვირდებიან დეტალებს, უსმენენ და ითვალისწინებენ უკმაყოფილო არგუმენტებს და თავიანთი ბიზნესის რეპუტაციაზე ისე ზრუნავენ, რომ სხვა ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს მათთან თანამშრომლობა.

ყველაფერს არ ედებიან. წარმატებულმა ინვესტორებმა იციან, რომ უძრავი ქონების მიმართულებით უნდა ჰქონდეთ სპეციფიკური ცოდნა და ცდილობდნენ კონკრეტული ნიშის დაკავებას. ისინი მხოლოდ მას შემდეგ გადაერთვებიან ახალ მიმართულებაზე, რაც ძველს აითვისებენ.

იაზრებენ რისკს, რაც ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. გონიერმა ინვესტორმა ყოველთვის იცის, რა დოზის რისკთან აქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამაში ხშირად ესმით, რა ადვილია უძრავ ქონებაში ინვესტირება, ისინი სიტუაციას რეალისტურად უყურებენ და ბიზნესსაც შესაბამისად წარმართავენ.

ინვესტორისთვის გადასახადები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საგადასახადო სისტემასთან გასამკლავებლად კი, მას ძალიან ძლიერი საბუღალტრო მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების წარმატებული ინვესტორები ქირაობენ პროფესიონალ ბუღალტრებს.

ეძებენ მოკავშირეებს. შესაძლოა, თქვენ მარტოს გიყვართ ყველაფრის კეთება, თუმცა, წარმატებული ინვესტორები ეძებენ მოკავშირეებს. შეიძლება ეს იყოს პროფესიონალი თანამშრომლები, პარტნიორები, მენტორი თუ უბრალოდ, მეგობრული მხარდაჭერა. ისინი არ რისკავენ დროითა და ფინანსებით, არამედ ადეკვატურად იყენებენ პროფესიონალთა გამოცდილებას. კარგად იციან კონტაქტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მათი სანაცნობო წრე გულდასმითაა შერჩეული. ისინი მეგობრობენ სხვა ბიზნესებთან, კლიენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ისინი ეძებენ კოლაბორაციას, რათა უფრო მეტად გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

რა არის “ჭკვიანი სახლი”?

“ჭკვიანი სახლი” – ბოლო წლებში, ეს ტერმინი სულ უფრო ხშირად გვესმის. ერთი გაგონებითაც მარტივია მიხვედრა, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ასევე, ბევრი ფიქრი არ უნდა იმასაც, რომ ის ჩვენი კომფორტული ცხოვრებისთვისაა შექმნილი.

მაინც, რა არის “ჭკვიანი სახლი”?

“ჭკვიანი სახლი” ნებისმიერი ტექნიკისა და ელექტრომოწყობილობის დისტანციური მართვის მექანიზმია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს იმყოფებით მოწყობილობისგან, მისი კონტროლი მარტივად, სმარტფონის საშუალებითაა შესაძლებელი. მობილური ტელეფონის საშუალებით, საშუალებით სახლის მართვაზე მსოფლიოს ნებისმიერი მანძილიდან გაქვთ წვდომა.

რითაა ჭკვიანი “ჭკვიანი სახლი”?

ესაა რუტინისგან თავის დაღწევის საშუალება. შეგიძლიათ მართოთ მობილურით რეგულირებადი ნებისმიერი მოწყობილობა. გათბობითა და კონდიცირებით დაწყებული, რობოტი მტვერსასრუტით დასრულებული. 

კონკრეტულად, რისი კონტროლი შემიძლია “ჭკვიანი სახლით”?

თქვენი კონტროლის ქვეშაა უსაფრთხოების ჭკვიანი სისტემები – გაზის, წყლის, კვამლისა და ნამწვის ჭკვიანი დეტექტორები. უსაფრთხოების სისტემა – კამერები და ჭკვიანი დომოფონები. ასევე, აუდიო კონტროლი, რომელიც თქვენს საყვარელ მუსიკას ჩართავს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ შუქის ანთებისა და ნათურის ფერის ცვლილებაზეც კი გაქვთ წვდომა.

ამას გარდა, სმარტფონიდანვე აკონტროლებთ კომუნალურ ხარჯებს და ეს მოწყობილობების სიმძლავრის მართვაში გეხმარებათ.

რაში გჭირდებათ ეს ყველაფერი?

მეტი სიმშვიდისა და კომფორტისთვის – თუკი, სახლიდან გასული შემდეგ ღელავთ, რაიმე ხომ არ დაგრჩათ ჩართული, მოწყობილობის გათიშვა სმარტფონიდან შეგიძლიათ. აგარაკზე წასვლის წინ, შეგიძლიათ გათბობა წინასწარ ჩართოთ, რათა სახლის გათბობის მოლოდინში არ დაკარგოთ დრო.

საქართველოში უკვე არის რამდენიმე კომპანია, რომელიც მსგავს კონცეფციაზე მუშაობს. ამდენად, “ჭკვიანი სახლი” უძრავი ქონების ქართული ბაზრისთვის უკვე ხელმისაწვდომია. დაგაინტერესათ? ისურვებდით, თქვენც გქონდეთ საკუთარი “ჭკვიანი სახლი”? მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი სურვილები.

რა უნდა იცოდეთ, სანამ Airbnb-ს მასპინძელი გახდებით?

Airbnb.com – საერთაშორისო ონლაინ პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც სახლის გაქირავება მსოფლიოს ნებისმიერ მოქალაქეზე შეგიძლიათ. უსაფრთხო და მოწესრიგებული მექანიზმი, საშუალებას გაძლევთ, ეფექტურად და სრულყოფილად წარმოაჩინოთ თქვენი უძრავი ქონება. არც შემოსავალია ურიგო მათთვის, ვინც ბინებს რეგულარულად აქირავებს Airbnb-ზე და საკუთარ მასპინძლურ რეპუტაციაზეც ზრუნავს. Airbnb-ის პლატფორმით, დაახლოებით, 3 მლნ მეპატრონე აქირავებს უძრავ ქონებას. ეს რიცხვი მუდმივად იზრდება საქართველოშიც. შეგიძლიათ გააქირაოთ სახლი, ბინა, ოთახი და საწოლიც კი… თუმცა, სანამ Airbnb-ის ოჯახის წევრი გახდებით და მისი საშუალებით გადაწყვეტთ შემოსავლის მიღებას, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ:

რამდენად სანდოა ამ გზით გაქირავება?

Airbnb საერთაშორისო პლატფორმაა. მისი ასეთი პოპულარობა მისმა სანდოობამ განაპირობა. რეპუტაციის მოპოვებას კი დიდი შრომა სჭირდება. Airbnb-ს გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ შესაძლოა არ გსურდეთ გარკვეული ტიპის ადამიანების თქვენს ბინაში შეშვება. სწორედ ამიტომ, საშუალებას გაძლევთ, დააწესოთ აკრძალვა, ვის შეუძლია დაჯავშნოს და ვის არა. მაგალითად, შეგიძლიათ მოითხოვოთ სტუმრის პირადი ნომერი, დაჯავშნის წინ ან მიუთითოთ წესები, რომელიც უნდა დაიცვას. ასევე, შეგიძლიათ მოითხოვოთ სტუმრის რევიუები წინა მოგზაურობებიდან.

რეგისტრაციიდან გაქირავებამდე

პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა. შეგიძლიათ განათავსოთ ერთი ოთახი ან მთლიანი სახლის განცხადება. შეარჩიოთ ფასი, გაქირავების ვადები და მოთხოვნები სტუმრების მიმართ. გაქირავებამდე, დაინტერესებულ ადამიანებს თქვენთან კონტაქტი შეუძლიათ, ამდენად შესაძლებლობა გაქვთ დაუსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა.

რა ფასად სჯობს გაქირავება?

რაკი დამწყები ხართ, კომპრომისზე წასვლა ყველაზე გონივრულია. Airbnb-ის რუკაზე დაათვალიერეთ, რა ღირს თქვენს უბანში სხვა ბინები და 20-25%-ით ნაკლები ფასი დაადეთ. ფასის ზრდა შეგიძლიათ, კარგი რევიუების პარალელურად. იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს, საუკეთესო მასპინძლადაც გაღიარონ.

როგორ მიიღებთ ფულს გაქირავებიდან?

Airbnb-ის საკომისიო გასაქირავებელი თანხის 3%-ია. თანხის მიღება შეგიძლიათ სტუმრის განთავსებიდან ერთი დღის შემდეგ. იქამდე, ფული Aribnb-ის ანგარიშზეა. ეს სტუმრის დაცვას ემსახურება. რაც შეეხება, თქვენს შემოსავალს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Western Union-ით. ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო გადასახადს, ბიუჯეტს თანხის 5%-ს გადაუხდით.

როგორ შეუქმნათ პირობები?

ყველა სტუმრის მიღებამდე, ბინა საგულდაგულოდ უნდა დალაგდეს. მოწესრიგდეს პირსახოცები, თეთრეული და სხვა საჭირო ნივთები. შეგიძლიათ, ვინმე დაიქირაოთ და დაიხმაროთ ამ საქმეში. თქვენი მიზანია, გადააჭარბოთ მოლოდინს, რათა სტუმარმა კარგი რევიუს გარდა, სხვებსაც ურჩიოს თქვენთან სტუმრობა.

მიმზიდველობა

მოაწყეთ ბინა ლამაზად. უზრუნველყავით ხარისხიანი და მიმზიდველი ფოტოები. უმჯობესია, გამოცდილ ფოტოგრაფს თუ უხმობთ საამისოდ. ბინის გარდა, მნიშვნელოვანია განცხადებაც. სათაურით დაწყებული, ყოველი ფრაზა უნდა იყოს მიმზიდველი. ესაა კონკურენცია, თქვენ კი უპირატესობის მოპოვება გჭირდებათ.

როგორ მივიღოთ დამატებითი შემოსავალი უძრავი ქონებიდან?

ბინის შეძენა, შემდგომი გაქირავების მიზნით – ვერაფერს იტყვი, მშვენიერი აზრია. უძრავი ქონების გაქირავებით პასიური შემოსავლის ქონა, დიდი ხანია, მიღებული პრაქტიკაა. ეს არც ქართული ბაზრისთვისაა უცხო. ბინის აღება შესაძლებელია როგორც გრძელვადიანად, ისე მოკლე ვადით. ბოლო წლებში, უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე აქტიურად იკიდებს ფეხს ბინის სერვისი. თუმცა, მოდით, ჯერ წარსულს გადავავლოთ თვალი.

თუკი, ჯერ კიდევ ახლო წარსულში, ბინის ქირაობა ხშირად, თავისუფალი სივრცის დაქირავებას ნიშნავდა, სადაც ავეჯი თავად უნდა შეგეტანათ, თანდათან ყველაფერი შეიცვალა. გასაქირავებელი ბინები მფლობელებმა ავეჯითა და საჭირო ინვენტარით დატვირთეს. რაც შეეხება გაქირავებას, ალბათ ყველაზე გავრცელებული საშუალება საგაზეთო და ინტერნეტ განცხადება იყო. ყველა ზარზე ბინის მფლობელს უწევდა. მასვე (ან მის მიერვე დაქირავებულ მაკლერს) უხდებოდა დაინტერესებული ადამიანების მიღება, მოლაპარაკება და ტექნიკური საკითხების მოგვარება. მარტივი მექანიზმის არქონის გამო, ბევრი ბინა რეგულარულად ვერ ქირავდებოდა.

ბოლო წლებში, ტურისტული ნაკადის მკვეთრ მატებასთან ერთად, განსაკუთრებით იმატა უცხოელებზე ბინის გაქირავების ინტერესმა. საგაზეთო განცხადებებს სერიოზულ კონკურენტად მოევლინა გაქირავების საერთაშორისო პლატფორმები, მაგალითად, airbnb.com, booking.com… ანალოგიური პლატფორმები შეიქმნა საქართველოშიც. მეტიც, გაჩნდა სერვისი, რომლის საშუალებითაც კომპანიები გაქირავების მსურველებს ამ პლატფორმებით ეფექტურად სარგებლობაში ეხმარებიან.

მათთვის, ვისაც სურდა ბინის ქირაობისას ისეთივე კომფორტი ჰქონოდა, როგორც სასტუმროში, შეიქმნა აპარტოტელების კონცეფცია. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პროექტი სასტუმროცაა და საცხოვრებელიც. საცხოვრებელი ბინები კერძო მფლობელობაშია, ამის მიუხედავად, დამქირავებლებს იმავე კომფორტით შეუძლიათ სარგებლობა, როგორც სასტუმროს მაცხოვრებლებს. კონცეფცია საინტერესოა, თუმცა, რაკი ყველა საცხოვრებელი კომპლექსი არ ითვალისწინებს აპარტოტელის კონცეფციას, შეიქმნა მისი ალტერნატივა – ბინის სერვისი.

მათთვის, ვინც აქტიურად არის ჩართული სხვა საქმეებში და ვერ ახერხებს თავად მიაქციოს ყურადღება ბინის გაქირავებას, მოიზიდოს სტუმრები და უზრუნველყოს მათთვის კომფორტი. სწორედ ამან განაპირობა ახალი სერვისის შექმნა. უძრავი ქონების სერვისი, ე.წ. ბინის სერვისი მფლობელს საშუალებას აძლევს, მიიღოს შემოსავალი ისე, რომ საერთოდ არ ჰქონდეს პირდაპირი შეხება მის გაქირავებასთან და სტუმრების მომსახურებასთან. მაგალითად, York Towers-ის აპარტამენტებში ბინის სერვისი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თქვენ მაგივრად ვეძებთ სტუმრებს, ვესაუბრებით, ვაქირავებთ, ვხვდებით, უზრუნველვყოფთ კონსიერჟის, დასუფთავების თუ სხვა სერვისებით და ვზრუნავთ მათ კომფორტულ დასვენებაზე. და არ აქვს მნიშვნელობა, სხვა ქალაქში ცხოვრობთ თუ ქვეყანაში, ჩვენი სერვისის საშუალებით, ღებულობთ დამატებით შემოსავალს, საქმეში უშუალო მონაწილეობის გარეშე.

რას მოიცავს ბინის სერვისი და რა არის საჭირო მის მისაღებად? დეტალებისთვის დაგვიკავშირდით. ჩვენი წარმომადგენლები უსწრაფესად მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას.

რა ღირს უძრავი ქონება თბილისში?

თბილისში უძ­რავ ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი ყო­ველ­წლი­უ­რად ფარ­თოვ­დე­ბა. განმაპირობებელი ფაქტორი ბევ­რია, თუმ­ცა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ ცხოვრების მსურველთა რი­ცხვი მუდ­მი­ვად იმა­ტებს. ამიტომ, სულ უფრო მეტი იღებს გადაწყვეტილებას, სწორედ აქ შე­ი­ძი­ნოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რის გა­მოც თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში აქ­ტი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

უძრავი ქონების შეძენისას ბევრი საკითხია მნიშვნელოვანი. თუმცა, უნდა აღინიშნოს – ფასი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, ბინის შეძენით დაინტერესებული ადამიანები ცდილობენ გაერკვნენ, რომელ უბანში რა ფასი აქვს საცხოვრებელ ფართებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, სამშენებლო პროექტებში ჩადებული ინვესტიცია საქართველოში 3.2 მლრდ ლარით გაიზარდა და 7.2 მლრდ ლარი შეადგინა. უძრავი ქონების დიდი ნაწილი თბილისზე მოდის, სადაც მშენებლობა მთლიანი სტატისტიკის 44%-ს შეადგენს.

2018 წლის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებლით, თბილისში საბურთალო ლიდერობს. მასზე მთლიანი გაყიდვების 27% მოდის. მეორე ადგილზეა ვაკე 16.1%-ით და გლდანი 12.2%-ით.

რაც შეეხება თბილისს, ყველაზე ძვირად, კვადრატულ მეტრს მთაწმინდის რაიონში ნახავთ, მეორე ადგილს ვაკე, მესამეს კი – საბურთალო იკავებს. ყველაზე იაფი კვადრატული მეტრი, სამგორსა და გლდანშია. თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:

მთაწმინდა – $1099 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +7.3% 

ვაკე – $972 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +5.3% 

საბურთალო – $893 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2% 

კრწანისი – $829 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.3% 

დიდუბე – $783 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4% 

ჩუღურეთი – $771 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +2.9% 

ისანი – $682 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +2.6% 

ნაძალადევი – $628 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით +12.4% 

გლდანი – $570 (კვ.მ) ზრდა წინა წელთან შედარებით +9.9% 

სამგორი – $546 (კვ.მ) ცვლილება წინა წელთან შედარებით -2.5% 

ეკონომიკა საქართველოში

ეკონომიკის საუკეთესო გარემოებები აქვს საქართველოს.

საქართველოს ეკონომიკა სტაბილური და იზრდება. გადასახადები დაბალია, ასევე ფასები დაბალია პროდუქტებისა და ტრანსპორტირებისთვის, მაცხოვრებლებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის.

მომავალი ათწლეულის განმავლობაში მომავალი სამუშაოს ზრდა სავარაუდოდ 37.8% იქნება, რაც აშშ-ს საშუალო მაჩვენებელზე დაბალია 38.0% -ით. ფასების სტაბილურობა ფუნდამენტური ფაქტორია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის.

საქართველოს ვალუტაა “ლარი”, რომელიც დაახლოებით 7 ეგვიპტური ფუნტია. თავდაპირველად საქართველო იყო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, მაგრამ საბოლოო ზრდა იყო მის ეკონომიკაში და აყვავდა ინდუსტრიასა და ვაჭრობას, განსაკუთრებით უძრავი ქონების ინვესტიციებში.

ანალიტიკა:

2000 წლიდან საქართველო და კვლავაც საერთაშორისო ვაჭრობის წევრი იყო. საქართველოში ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 490 აშშ დოლარია, არ არის მინიმალური ხელფასი და უმუშევრობის დონე 15% -ს შეადგენს.

უცხოური საკუთრების შეზღუდვა არ არსებობს და ნებისმიერ უცხოელს აქვს უფლება ფლობდეს რაიმე ქონებას, მაშინ როდესაც მთავრობა მას ეპყრობა როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

ყველა მითითება აღნიშნავს, რომ საქართველოში, ინვესტიცია საქართველოში, თქვენთვის პრიორიტეტული და საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინვესტორების დასახმარებლად და პროცედურების გასაადვილებლად. ეს დამატებით დამატებით მხარდაჭერას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებისა და მეზობლების მხრიდან საქართველოში ეკონომიკისა და ინვესტიციების აღდგენის მიზნით.

ჯანმრთელობა საქართველოში, უფრო მეტი სამედიცინო მომსახურება არსებობს

დაბოლოს…

90-იან წლებში საქართველოს მთავრობამ შემოიღო სავალდებულო სოციალური ჯანმრთელობის დაზღვევა; ამასთან, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის გეგმებმა მიატოვეს და შეცვალეს იგი, როგორც ფიზიკური პირების ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში