რათა გახდნენ დიდები.
York Towers 2016 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ყოველდღიურად ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს. დაარსების დღიდან კომპანიამ 20-მდე დეველოპერული პროექტი შეასრულა წარმატებით, მიმდინარე პროექტები კი 2023-2025 წლებში განხორციელდება. Პროექტები საკმაოდ მრავალფეროვანია და შეესაბამება სხვადასხვა ბიუჯეტსა თუ გემოვნებას.
York Towers-ს 9 წარმომადგენლობითი ფილიალი აქვს 6 ქვეყანაში, რომელიც 3 კონტინეტს მოიცავს.
York Towers-ში თავს ყოველთვის საკუთარ სახლში გრძნობ. ეს არის ადგილი მეგობრებისა და ოჯახის მოწვევისთვის, ისტორიებისა და მომენტების გასაზიარებლად. ჩვენი დაპირებაა შევქმნათ მიმართულებები ადამიანებისთვის, რომ იცხოვრონ და იმუშაონ თანამედროვე, კოსმოპოლიტურ სამყაროში.
York Tower-ის მისიაა შექმნას ცხოვრების სტილი და ღირებულებები. Ჩვენ ხარისხის, პროფესიულ წინსვლისა და გამარჯვების ერთგულები ვართ. გვჯერა, რომ გუნდური მუშაობით და ლიდერობით შეგვიძლია ჩვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ.
York Towers არის კომპანია, რომელისთვისაც პრიორიტეტულია მომხმარებლები და მათთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების შეთავაზენა. Ჩვენი გუნდისთვის ვქმნით დინამიურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას და აფასებს ინოვაციებს.
ჩვენი ინოვაციური პროდუქტები და ინტეგრირებული გადაწყვეტილებები ეხმარება ადამიანებს შექმნან მდგრადი, ინტელექტუალური და უსაფრთხო გარემო სამსახურში, განათლებაში ან სახლში. ჩვენ ვმუშაობთ დიდ გუნდთან ერთად, რათა შთავაგონოთ პროგრესი, დავიცვათ ადამიანები და ქონება.
ჩვენი ძირითადი ღირებულებები არის ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს კომპანიას. ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეს საუკეთესოდ აკეთებენ, უკეთეს მომსახურეობას გაუწევენ ჩვენს კლიენტებსა და ერთმანეთს. ჩვენი ღირებულებები წარმართავს ჩვენს ქმედებებს, რადგან ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ლიდერები ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების სფეროში.
York Towers-ის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი პროდუქტისა და მომსახურეობის მიწოდება სამართლიან გარემოსა და კონკურენტულ ფასებში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მომხმარებლების, ინდუსტრიისა და საზოგადოების კეთილდღეობას. გარდა ამისა, ჩვენ ვაღიარებთ ამ ეთიკის კოდექსს სტანდარტად, რომლითაც ვაწარმოებთ ბიზნესს.
2015 წლის სექტემბერში გაეროს 193-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ყველასათვის უკეთესი მომავლის შექმნას. ეს არის დასახული გზა, შემდეგი 15 წლის განმავლობაში უკიდურესი სიღარიბის დასასრულებლად, უთანასწორობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჩვენი პლანეტის დასაცავად. “Agenda 2030”-ის ცენტრში 17 მდგრადი განვითარების მიზანი (SDGs) და 232 დაკავშირებული ინდიკატორია, რომლებიც ეხება ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვითი და მმართველობით გამოწვევებს. აღნიშნული 17 SDG ნათლად განსაზღვრავს სამყაროს, რომელიც ჩვენ გვინდა - ვრცელდება ყველა ერზე და არავის გამოირიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური მიზნების მასშტაბები უპრეცედენტოა, ფუნდამენტური გზები, რომლითაც ჩვენ, როგორც ბიზნესს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ, უცვლელი რჩება. გაეროს გლობალური შეთანხმების დირექტივების მიხედვით, York Towers აწარმოებს ბიზნესს პასუხისმგებლობით, ათი პრინციპი კი ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებისა და ოპერაციების განუყოფელ ნაწილად აქციით.
კორპორატიული მდგრადობის შესაბამისი პოლიტიკითა და ვალდებულებებით, York Towers-ში ჩამოვაყალიბეთ პასუხისმგებელიანი ბიზნეს სტრატეგიის საფუძველი. უფრო მეტიც, ვაცოცხლებთ ამ კორპორატიულ პოლიტიკას ჩვენს ყოველდღიურ ოპერაციებში, მტკიცედ ვნერგავთ და ვახორციელებთ მათ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან დაკავშირებული SDG დავნერგოთ პრაქტიკაში გრძელვადიანი სამომავლო კეთილდღეობისთვის.
ექსკლუზიურობა
ჩვენ ვქმნით მწვანე პროექტებს და ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს იცხოვრონ თანამედროვე ცხოვრების წესით ხალხმრავალი ცენტრებისგან მოშორებით - ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
მოქნილობა
ჩვენ წამყვანი ექსპერტები ვართ სექტორში. ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს „ოცნების სახლი“ აქციონ რეალობად, მინიმალური პროცედურული ბიუროკრატიით. Ამასთანავე, გთავაზობთ გადახდის მოქნილ პირობებს, როგორიცაა ნაღდი ანგარიშსწორება, იპოთეკა ან შიდა განვადება. Ასევე, ანგარიშსწორება შესაძლებელია კრიპტოვალუტით.
პასუხისმგებლობა
York Towers ერთგულია პატიოსნებისა და უსაფრთხოების ღირებულებებისადმი. უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების პროდუქტებისა და მომსახურების სამართლიან და კონკურენტულ ფასებში მიწოდების გარდა, York Towers ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მომხმარებლებისა და თემების კეთილდღეობას ეკონომიკური, სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობების აღებით.