York Towers

მიმდინარე პროექტები
საქართველო
4 თვის ago
84

პროექტი Lisi View

აღწერა

კომპლექსის შესახებ

ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი Lisi View არის კომპანია York Towers-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი. საცხოვრებელი მდებარეობს ბუნების წიაღში და გარემოცული მწვანე ლანდშაფტს საკუთარი თანამედროვე არქიტექტურით ერწყმის.

რეზიდენცია თბილისის ცენტრთან ახლოს, ქალაქგარეთ მდებარეობს. ის 25,000 კვ.მ-ზეა გაშენებული და სამი ტიპის ვილასა და აპარტოტელს მოიცავს.

"ლისის ხედი" ღია სივრცის კონცეფციაზეა შექმნილი და ქმნის ელიტური კომპლექსის მობინადრეებს შორის კომუნიკაციის საუკეთესო პირობას.

ასე რომ, ვილა აუზით, ამ სახლში, თქვენი ახდენილი ოცნებაა.

კომპლექსის ტერიტორიის 40% ეთმობა პარკებს, საბავშვო სივრცეებსა და სპორტულ მოედნებს. 

კომფორტული ატმოსფერო მეზობლური ურთიერთობებისთვის.

 

უპირატესობა

ყველას, ვისაც კომფორტული, თანამედროვე და აქტიური ცხოვრების სტილი გიყვართ, ვილა-კომპლექსი "ლისის ხედი" საუკეთესო პირობებს გთავაზობთ.

40 სამსართულიანი მაღალი კლასის ვილა, საცურაო აუზი და ულამაზესი ბაღი.

თქვენს გემოვნებაზე მორგებული სასტუმროს აპარტამენტები.

ყველაფერი მოწესრიგებული და მომზადებულია საცხოვრებლად. თქვენ მხოლოდ დეტალები უნდა შეარჩიოთ.

ყოველ სახლს აქვს 2 ავტომობილზე გათვალისწინებული მიწისზედა პარკინგი

სრულად აღჭურვილი საბავშვო მოედნები თქვენი შვილებისთვის

თქვენი უსაფრთხოებისთვის, მთლიან ტერიტორიას 24/7-ზე ემსახურება ვიდეოკონტროლი და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.

სუფთა ჰაერი და შთამბეჭდავი პანორამა - ბუნების საჩუქარია თქვენთვის.

 

არქიტექტურა

"ლისის ხედის" არტ ვილები ერთიანი კომპლექსის ნაწილია და მთლიანი არქიტექტურული კონცეფციითაა შექმნილი.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა სახლი ერთნაირად გამოიყურება.

ჩვენს მობინადრეებს აქვთ შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანონ პროექტში და სახლი თავიანთ სურვილებს მოარგონ.

 

ეს მშვიდი და ბუნებრივი გარემო რეალური შანსია, ბავშვები საუკეთესო ატმოსფეროში გაზარდოთ.

"Lisi View"-ის პროექტი, თავისი სამშენებლო მასალებითა და ტექნოლოგიით, ნიადაგით, წყლითა და ჰავით, არის საუკეთესო არჩევანი, თუკი ჰარმონიულ ოჯახურ კერას ძებთ.

ეს ელიტური ვილების კომპლექსი ერთ-ერთი პირველია თბილისში, რომელიც მაღალი ღობეების გარეშე შენდება და უფრო მეტ სივრცეს ტოვებს გულღია ურთიერთობებისთვის. 

აქ დროც უფრო მეტი გექნებათ მეგობრებისა და ოჯახისთვის. 

შეძლებთ სუფთა ჰაერზე გაერთოთ და მოაწყოთ პიკნიკი, ისეირნოთ ველოსიპედით, იაროთ და ოჯახთან სიახლოვე იგრძნოთ. ესაა ხანგრძლივი ჰარმონიისა და კეთილდღეობის საფუძველი.

თუკი ცხოვრების შეცვლას გეგმავთ, "ლისის ხედი" საუკეთესო არჩევანია!

ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა

ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო ადგილმდებარეობა თქვენი სახლისთვის

ეს ელიტური საცხოვრებელი მდებარეობს დედაქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე.

სულ რაღაც, 5 წუთი გაშორებთ ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან.

15 წუთი - ათასწლეულის სკოლასთან

15 წუთი - ევროპის საერთაშორისო სკოლასთან

15 წუთი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან

5 წუთი სასტუმრო Lisi Inn-თან

ძალიან ახლოს რესტორან "ლისი მერესთან"

3 წუთის სავალია თბილისის იპოდრომამდე.

ადგილმდებარეობა
Location
King David , მერაბ ალექსიძის ქ. 12, მე –3 სართული, თბილისი, საქართველო

მახასიათებლები

1
დიახ
დიახ
საოჯახო
აქტიური

კეთილმოწყობის ობიექტები

Apartments Amenities
  • აივანი
  • გარე პარკინგი
  • ოჯახის სივრცე
  • პარკინგი
  • საოცარი ხედები
  • სასადილო
  • ცენტრალური გათბობა

ბინები
ვილა A