York Towers

მიმდინარე პროექტები
საქართველო
1 წელი ago
789

York Town

აღწერა

ინოვაციური პროექტი, რომელიც გთავაზობთ მდიდრულ და მოდერნიზებულ ცხოვრების წესს სიმშვიდესა და სილამაზესთან ერთად.

ეს პროექტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს.ის მდებარეობს თბილისის გულში და იგი გაშენებულია 100,000 კვადრატული მეტრის ფართობზე.

პროექტი ერთი მხრიდან გადაჰყურებს ხეობას, უღრან ტყესა და პეიზაჟებს, მეორე მხრიდან კი მთელი თავისი სიცოცხლით და მშვენიერებით უძველეს თბილისს.

 

იორკ თაუნი – ეკო-მეგობრული პროექტი

ჩვენი გუნდი ცდილობდა მშენებლობისგან გამოწვეული გარემოსათვის საზიანო ფაქტორები მაქსიმალურად შეემცირებინა, შესაბამისად, უარი ვთქვით ისეთი მასალის გამოყენებაზე, რომელიც ჰაერს დააბინძურებდა. ამის შედეგად კი მივიღეთ ეკო-მეგობრული კომპლექსი, რომელიც კლიენტებს შესანიშნავ საცხოვრებლებთან ერთად ჯანსაღ გარემოს სთავაზობს.
ჩვენი ეკო მეგობრული შენობები მნიშვნელოვნად ამცირებენ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ერთი მხრივ გადასახადების დაზოგვას, მეორე მხრივ კი გარემოს სისუფთავეს.

Yorktown გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ვილებს, აპარტამენტებსა და სახლებს, რომლებიც გარშემორტყმულია საუცხოო ლანდშაფტით, დიდი ეზოებითა და არქიტექტურით, რომელიც შემოქმედებითობას და კარგ გემოვნებას ასახავს.

საცხოვრებელი ზონის გარდა, პროექტში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან სასტუმროსა და კომერციულ ბიზნესს ცენტრს, რომელიც კომპლექსს ტურისტების ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად და წარმატებულ სამომავლო ინვესტიციად აქცევს.

საქართველოს მთავრობამ პროექტი შეაფასა როგორც ყველაზე დიდი მულტიფუნქციური კომპლექსი საქართველოში.

პრეზენტაციის გადმოწერა

0/5 (0 Reviews)

“მომსახურება და დამატებითი ობიექტები”

მედიტაციის ადგილი – თქვენი შესაფერისი ადგილი შინაგანი სიმშვიდისთვის.

იოგას მოყვარებულისათვის სპეციალური ადგილი დამამშვიდებელი ხედით

 

სპორტული ბილიკი

ჩვენ ვიზრუნეთ მათთზე, ვის ცხოვრებაშიც სპორტი, სირბილი და ველოსიპედი დიდ ნაწილს იკავებს. ჩვენი სპორტული ტრეკი შემუშავებულია მსოფლიო დონის სტანდარტებით. ის არის წყალგაუმტარი და მდგრადი.

 

საბავშვო ზონა- გახადეთ უკეთესი ბავშვების ყოველი დღე

სპეციალურად ბავშვებისთვის, იორკთაუნში შექმნილია უამრავი სათამაშო მოედანი შექმნილი სპეციალურად ბავშვებისათვის, სადაც მათ შეუძლიათ საუცხოო პეიზაჟების ფონზე მშვიდად ითამაშონ.

სპა ცენტრი და ფიტნეს კლუბი ”შეუზღუდავი ფუფუნება გონებისთვის, სხეულისა და სულისთვის”

 

თუ გსურთ თავი უფრო ახალგაზრდულად იგრძნოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ და უფრო მეტად ისიამოვნოთ ცხოვრებით, York Town გთავაზობთ მსოფლიო კლასის სპორტულ დარბაზს და სპა ცენტრს. ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით და იყავით მუდამ ფორმაში.

 

ჩვენს პროექტში არის  ფეხბურთის, კალათბურთის და ჩოგბურთის სპორტული მოედნები.

 

ძვირადღირებული სასტუმრო (York Hotel) – სხვა სამყაროს გასაღები

 

 ისიამოვნეთ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ჰარმონიით- York Town- ის სასტუმროში არის ის ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ კომფორტული დასვენებისთვის. შესანიშნავი ატმოსფერო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. ეს ის არის, რასაც თქვენ იორკ ჰოტელში სტუმრობის დროს მიიღებთ. შესანიშნავი სტუმართმოყვარეობის დახმარებით ჩვენ დაუვიწყარ გამოცდილებას გჩუქნით.

 

სავაჭრო სივრცე (იორკ სქუეარ) – ახალი გზა შოპინგისთვის.

იორკ თაუნში განთავსდება ინოვაციური სავაჭრო სივრცე, რომელიც  შექმნილია უამრავი გამოკითხვისა და კველვის შედეგად. აქ  განთავსდება თბილისის საუკეთესო რესტორნები, გასართობი ადგილები და მოდის გამორჩეული ბრენდების მაღაზია.

 

იორკთაუნის მრავალფუნქციური კომპლექსი ტაბახმელას გამწვანებაში დამალულ ახალ, ინოვაციურ დასახლებას გთავაზობთ

0/5 (0 Reviews)
ადგილმდებარეობა
Location
50 თამარ მეფის ქ., ტაბახმელა, საქართველო

მახასიათებლები

1
დიახ
მულტი საოჯახო
აქტიური

კეთილმოწყობის ობიექტები

Apartments Amenities
  • აივანი
  • ოჯახის სივრცე
  • პარკინგი
  • საოცარი ხედები
  • სასადილო
  • ცენტრალური გათბობა

ბინები
როიალ ვილა
თანამედროვე საცხოვრებელი

 

როიალ ვილა ნამდვილად სამეფო გამოცდილებაა, ის შექმნილია მათთვის, ვინც ბრწყინვალე და პრესტიჟულ ცხოვრების წესს ეძებს. როიალ ვილა თავის ბრწყინვალედ შექმნილი შიდა და გარე დიზაინით ფუფუნების არსს ამართლებს. ამ ვილასთან ერთად თქვენ განიცდით შეუდარებელ ელეგანტურობას, დაცულობას და სიმშვიდეს.

ვილა შედგება 300 კვადრატულის ზომის სამი სართულისგან და 600 კვადრატული მიწისაგან.სპეციალურად შექმნილი დიზაინით ვილები ერთმანეთისგან ჰარმონიულად არის გამოყოფილი

ვილის დაგეგმარებაშია: 4-5 საძინებელი - 4 სველი წერტილი - 3 ჰოლი  - 1 სამზარეულო

ცენტრალური გათბობა,

საცურაო აუზი,

ორი მანქანის ავტოსადგომი

300 კვადრატული ეზო, სადაც შეგიძლიათ სასიამოვნო დრო გაატაროთ თქვენს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად

 

ამ ვილის სახელი არჩეულია პროექტის ლოკაციის, ტაბახმელას გამო.  სადაც ცნობილი დედოფალი- თამარი ცხოვრობდა და სადაც  მას პირველი ვაჟი შეეძინა.

  ექსტერიერის უნიკალური დიზაინით თამარის ვილა საქართველოს დიდ ისტორიას გადმოცემს.

 

პანორამა ვილა მდებარეობს პროექტის უმაღლეს წერტილში ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, უნიკალური არქიტექტურული დიზაინის, გარე ლანდშაფტის და  ირგვლივ საოცარი ბუნების დახმარებით, ამ ვილას შესანიშნავი პანორამული ხედი აქვს. ამ ორ ვილას შორის განსხვავება მხოლოდ   სახლის სიდიდეშია.

გარდენ ვილების მთავარი დანიშნულებაა მფლობელისთვის ჯანსაღი, მწვანე გარემოს შექმნა. იდეალური გარე გამწვანება მოწყობილია ისე, რომ ბუჩქები, ხეები და ყვავილები დარგვა მფლობელის სურვილის მიხედვით განაწილდეს.

გარდენ ჰილს ვილას აქვს ორი სხვადასხვა სახეობის ბაღი, რომელშიც შესვლა პირველი და მეორე სართულიდან შეგიძლიათ.

 

აღმოაჩინეთ თქვენი შესანიშნავი კერძო საკურთხეველი, რომელიც აყვავებულ ტროპიკულ ბაღებში  განთავსებდა. გარდენ ვილა გარშემორტყმულია ფერადი ტროპიკული მცენარეებით, რომლებიც ერთმანეთთან გრაგნილი ბილიკებით არის დაკავშირებული. ეს არის მყუდრო ვილა ორი სხვადასხვა სახეობის ბაღი, რომელშიც შესვლა პირველი და მეორე სართულიდან შეგიძლიათ.

წარმოიდგინეთ, ბუნების მშვენიერი ბრწყინვალება თქვენს გარშემო, რომელიც აძლიერებს თქვენს ჯანმრთელობას და გიქმნით სრულ კომფორტს. ჩვენი
 3-სართულიანი გარდენ ვილა შექმნილია მათთვის, ვისთვისაც პრემიუმ ხარისხის სახლში ცხოვრება უმნიშვნელოვანესია. ისიამოვნეთ ვილის შესანიშნავი დიზაინით, რაც თქვენი ცხოვრების ჰორიზონტს კიდევ უფრო გააფართოებს.